ქართველმა სამი ბოთლი ვისკი მოიპარა, მანქანაში კი კიდევ სამი ბოთლი ვისკი უპოვეს

  • 9 აპრილი 16:24

ბერძნული გამოცემა ქართველების ქურდობის შემთხვევაზე წერს.

 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველების ჯგუფი შევიდა სუპერმარკეტში, ქალაქ ჰაიდარიონში. სიუჟეტი იყო ჩვეულებრივი: „მთავარი გმირი“ და მისი ორი გულშემატკივარი, მაგრამ ამჯერად იღბალმა მაღაზიას გაუღიმა, რადგან იმ მომენტში პოლიცია იქვე აღმოჩნდა.


წინა კვირას, საღამოს 9-ის ნახევარზე ქართველი სუპერმარკეტში შევიდა, თითქოს საყიდლებზე. მას სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა, როგორც ყველას, კორონა ვირუსის გამო. ორი თანამემამულე მას მანქანაში ელოდებოდა. სუპერმარკეტის თანამშრომელმა გააცნობიერა, რომ რაღაც ხდებოდა და მაღაზიაში მყოფ პოლიციელებს ანიშნა. მათ მამაკაცი გააჩერეს.


ქართველმა, რომელიც მაღაზიაში იყო, გაქცევა მოახერხა და თან სამი ბოთლი ვისკი წაიღო, ხოლო მანქანაში მყოფი მისი ორი თანამზრახველი დააკავეს და ჰაიდარიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.


წყარო