ასტროლოგის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ურანის და კუროს ბრალია

  • 9 აპრილი 16:17

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა კორონავირუსის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს კუროს ზოდიაქოში ტრან ზიტული უნრანის მოძრაობით ხსნის. 

მისი თქმით, ახლა ინოვაციების და თამამი ადამიანების დრო დგება, აუცილებელია ყველამ აღმოაჩინოს თავის თავში ნიჭი და ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს.


"ტრანზიტული ურანი კუროს ზოდიაქოშია უახლოესი წლების მანძილზე. რის ხარჯზეც, ჩვენ ყველას გველის ჩვენ-ჩვენი პატარა თუ დიდი რევოლუციები ფინანსურ სფეროში და ყველაზე მთავარი - ფასეულობათა სისტემის საფუძვლიანი გადაფასება. ურანი ასტროლოგიაში ინოვაციებისა და სიახლეების სიმბოლოა. მაგრამ მისი "ხულიგნური" ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ უყვარს მოულოდნელი არცთუ სასიამოვნო სიურპრიზები, ხანდახან ერთგვარი "მიწაზე დანარცხების" სახით. ამიტომაც ითვლება იგი "მალეფაქტორად" ანუ ბოროტ პლანეტად ასტროლოგიაში. თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ პლანეტები არც ბოროტები არიან და არც კეთილები. უბრალოდ თავის დანიშნულებას ასრულებენ ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ ვიღაცისთვის ის ფაქტორი, რომ ურანის ტრანზიტი კუროში მიმდინარე ეტაპზე ერთი ხელის მოსმით ანგრევს მსოფლიო ეკონომიკას და ბევრის შეხედულებას იმ სტაბილურობაზე, რომელიც მოაქვს ფულს შესაძლოა შოკის მომგვრელი აღმოჩნდეს (და დიახ, ურანი ბოროტი იქნება მათ წარმოსახვაში ), თუმცა იმ ხალხისთვის ვინც მიესალმება ინოვაციებს, მზადაა ექსპერიმენტებისთვის და უპირველეს ყოვლისა სწამს საკუთარი უნიკალურობის, ეს პერიოდი ახალი და გრანდიოზული ეტაპის ტრამპლინია. იმიტომ რომ რესურსი გარედან არ მოდის, ხოლო თუ მოდის ის ლიმიტირებულია. შესაბამისად ადამიანს სჭირდება აღმოაჩინოს კრეატიული უნარები საკუთარ თავში, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენთაგანის შესაძლებლობები კოლოსალური, განსხვავებული და ამოუწირავია. მოკლედ პლაგიატის დრო წავიდა და ამიერიდან უნდა იქონიოთ სითამამე, არავითარ შემთხვევაში არ იყოთ დუბლიკატი", - წერს ასტროლოგი. 


აქვე დაგაინტერესებთ:


სამყარო გაცილებით უფრო მეგობრული გახდება


"ცხოვრებისეული პრობლემა გატყობინებთ რომ უფრო მეტი შეგძლებიათ"


მსოფლიოში ადამიანები რობოტულ ცხოვრების წესზე, კარიერიზმის მონობაზე გადავიდნენ"