დაღუპულთა ვინაობა ცნობილია – გუშინ, საღამოს თბილისში "ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან საზარელი ავარია მოხდა

  • 9 აპრილი 15:42

გუშინ, საღამოს თბილისში „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან საზარელი ავარია მოხდა.

შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპულის ახლობელმა „პრაიმტაიმს“ მომხდარი დეტალები უამობო.


მისი თქმით, 28 წლის ემრან გაჯიევი, 32 წლის ნამიგ მუსტაფაევი და 61 წლის თენგიზ ტარტარაშვილი „ოპელის“ მარკის ავტომობილში ისხდნენ და კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 21:00 საათამდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას ცდილობდნენ.


მათ მანქანას „ვფეხი და მოყმის“ ძეგლთან, დიდი სისწრაფით მიმავალი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ „ოპელში“ მჯდომი სამივე პირი ადგილზე დაიღუპა, ავტომობილს კი ცეცხლი გაუჩნდა.


„ბმვ“-ს მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


როგორც დაღუპულის ახლობელი ჰყვება, სამივე მამაკაცმა ავტომობილის ძლიერი შეჯახების და სწრაფი აალების შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რაც მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.


წყარო