კორონავირუსისგან უკვე 330 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

  • 9 აპრილი 15:30

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგანუკვე 330 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

მათივე მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთარაოდენობით ჩინეთი ლიდერობს, სადაც Covid19-ისგან 77 000 - ზე მეტი ადამიანი განიკურნა.


ჩინეთის შემდეგ ესპანეთი მოდის, სადაც ვირუსისგან 48 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


გერმანიაში ვირუსი 46 000 ადამიანმა დაამარცხა, ირანში კი 29 000-მა.