"ივანიშვილმა ქონების 0,6% ჩარიცხა ფონდში და ეს უნდა იქნეს მოწონებული?!"

  • 9 აპრილი 15:44

ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ ფონდში შეეძლო გაცილებით მეტი თანხა ჩაერიცხა.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას, ხომ გინდათ, რომ ვიყო გულრწრფელი და გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ - ეს არის ცინიზმი. ამ ადამიანს მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან...


ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ ქვეყნის მმართველის და, ჩემი აზრით, მძარცველის შემოსავალი 2019 წელს გახდა 550 მილიონი დოლარი და მისი ქონების 0,6%, რაღაცა 31 მილიონი დოლარი ჩარიცხა ახლა ფონდში და ეს უნდა იქნეს ახლა მოწონებული?!


ტვიტერის დამფუძნებელმა საკუთარი ქონების 27% გადარიცხა შესაბამის ფონდში, მილიარდი დოლარი," - განაცხადა ნიკა მელიამ.


წყარო


აქვე დაგაინტერესებთ:


ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა