ია მეტრეველი: ქედს ვიხრი ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მისი იმედი მქონდა, რომ არ მიატოვებდა ქვეყანას ასეთი განსაცდელის ჟამს

  • 9 აპრილი 15:21

„ქედს ვიხრი ბიძინა ივანიშვილის წინაშე. არც გამკვირვებია და ისედაც მისი იმედი მქონდა, რომ ქვეყანას უშველიდა და არ მიატოვებდა ასეთი განსაცდელის ჟამს“, - ამის შესახებ ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული ადამიანია.


„100 000 მადლობა ბატონ ბიძინას. არც გამკვირვებია და ისედაც მისი იმედი მქონდა, რომ ქვეყანას უშველიდა და არ მიატოვებდა ასეთი განსაცდელის ჟამს. საოცარი და განსაკუთრებული, კეთილი ადამიანია ბატონი ბიძინა. უფალმა მისი სიკეთე ერთი ასად დაუბრუნოს და დაიფაროს თავის მშვენიერ ოჯახთან ერთად. ქედს ვიხრი მის წინაშე“, - წერს ია მეტრეველი.


ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.


StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.


StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.