კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ, შესაძლოა, $5.5 ტრილიონი დაკარგოს

  • 9 აპრილი 15:16

JP Morgan Chase-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, Bloomberg პროგნოზირებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 2020-2021 წლებში 5,5 ტრილიონ დოლარს იზარალებს. 

 

შედარებისთვის, სიდიდით მეოთხე ეკონომიკის - იაპონიის მშპ 4,8 ტრილიონი დოლარია. 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ, მსოფლიო ყველაზე მასშტაბური რეცესიის ფაზაში შედის, - წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.


პროგნოზების მიხედვით, კლება დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა გლობალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 2022 წლისთვის აღიდგენს. მონეტარული და ფისკალური სტიმულების არნახული მასშტაბების მიუხედავად, მსოფლიო მშპ კრიზისამდელ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ვერ დაიბრუნებს, - ნათქვამია პროგნოზში.


 წყარო