ლევან რატიანი: 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

  • 9 აპრილი 12:46

"6 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზე“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.


"6 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 3 მართვით სუნთქვაზეა, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზე. ველოდებით ლუგარის პასუხებს, ვინაიდან გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები.


რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, ყველა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. არც ერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება არ დასტურდება."- განაცხადა რატიანმა.


წყარო