სვანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

  • 9 აპრილი 00:41

სვანეთში შუა ხნის კაცს covid 19 დაუდასტურდა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დადასტურდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ლენტეხში მყოფმა მედიკოსმა დაუდასტურა.


ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დაინფიცირდა მამაკაცი. მისი კონტაქტების დადგენა უკვე დაიწყეს.


პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ლენტეხის საავადმყოფოში მკურნალობს.


წყარო