პანდემიის გავლენა სექსზე - კორონავირუსის გამო პირბადეების შემდეგ დეფიციტი პრეზერვატივზე შეიქმნა

  • funtime.ge
  • 9 აპრილი 00:38

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?

კორონავირუსული პორნო


არ იფიქროთ, რომ პორნოს მომხრე ვარ, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობისთვის ინფორმაცია მოვიძიე - დიახ, ზუსტად იმ ცნობილ საიტზე, სადაც უმეტესობა უყურებს ფილმებს მოზრდილებისთვის, უკვე შესაძლებელია, საძიებოში ჩავწეროთ სიტყვა „კორონავირუსი“ და, დაახლოებით, სამასი შედეგი მივიღოთ. 


ერთ-ერთი ვიდეორგოლის გმირები გახდნენ ყვითელ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც სექსით გაუხდელად დაკავდნენ. ასევე, გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით „ძალიან რისკიანი სექსი ქუჩაში კარანტინის დროს“. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა მხოლოდ პროფესიული გმირობა არ იკმარეს და დაცარიელებული უჰანის კვლევისა და მიტოვეული სამედიცინო დაწესებულებების დათვალიერების დროს, ექთნებთან „აკრძალულ ურთიერთობებში “ შევიდნენ და ამგვარად, მოზრდილების საიტზე ვიდეორგოლის გმირებიც გახდნენ.



პრეზერვატივების გლობალური დეფიციტი


აი, ეპიდემიის კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი - ბარიერული კონტრაცეპტივების პოტენციური დეფიციტი. როგორც The Guardian იუწყება, დეფიციტი შექმნა იმ ფაქტმა, რომ კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერა პრეზერვატივების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ (Karex Bhd), რომელიც მალაიზიაში მდებარეობს და მსოფლიოში ყოველი მეხუთე პრეზერვატივი მისი წარმოების იყო.


ასევე, დღეს დეფიციტური ხდება ბრიტანული Durex-ის პრეზერვატივი. ამ ბრენდის წარმოება 1915 წლიდან დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ბარიერულ კონტრაცეპტივად მიიჩნევა. საქმე ის არის, რომ 2007 წელს Durex-ის საწარმოები ბრიტანეთიდან ჩინეთში, ინდოეთსა და ტაილანდში გადავიდა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge