"ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე… ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს" – მარინა ენდელაძის ტრაგედია

  • 9 აპრილი 00:13

„ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი ვარ. დი­ლით ათის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში ვარ. იყო დღე­ე­ბი სა­ერ­თოდ ვერ მივ­დი­ოდით სახ­ლში… წუ­ხელ პირ­ვე­ლად ადრე წა­ვე­დი – ღა­მის 2 სა­ათ­ზე.“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დილის გადაცემაში განაცხადა.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ის პირად ტრაგედიასაც შეეხო.


„ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს – შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი. სანამ ასეთ რე­ჟი­მზე გადავიდოდი მანამდე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე. ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს, მათგან ყო­ველ­დღე ვყიდულობდი გვრიგვინს.


ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ავდივარ საფლავზე. რამდენიმე დღის წინ ყვავილების საყიდლად რომ მი­ვე­დი, ორი გვირ­გვი­ნის ყიდვა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქნებ რამდენიმე დღე ვეღარ მოვახერხო მისვლა და არ შე­მიძ­ლია ჩემს შვილ­თან არ იყოს კან­დე­ლი და ყვა­ვი­ლე­ბი-მეთქი.


გამ­ყიდ­ვე­ლმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მაგრამ ამასთანავე სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი იყო.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


ინფექციონისტს ერთადერთი შვილი 2017 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა. ირაკ­ლი ძიმის­ტა­რაშ­ვი­ლი იურისტი გახლდათ. ის ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი საჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.


ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან იმყოფებოდა.