ალექსანდრე გოგინავა: დიდი ალბათობით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა

  • 8 აპრილი 23:07

დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კვლევები მიმდინარეობს და ძალიან დამაიმედებელი პროგნოზებია.


„თუმცა, როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, იცდება ათი-თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას. ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა გოგინავამ.


როგორც ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, აშშ-სა და ევროპის არა ერთ სახელმწიფოში ძალიან ბევრი კვლევა წარმატებით მიმდინარეობს, რაც დამაიმედებელია.


საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.


წყარო