თენგიზ ცერცვაძე: ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს

  • 8 აპრილი 22:17

საქართველოს ინფექციური კლინიკის დირექტორის თენგიზ ცრცვაძის განცხადებით, კორონავირუსის დამარცხებისა და ეკონომიკის აღდგენის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია.

ინფექციონისტმა საზოგადიოებას კიდევ ერთხელ მიმართა და აუხსნა, რომ მკაცრი კარანტინის რეჟიმის მალე დამთავრების ერთადერთი საშუალება რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებაა.


"ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა თუნდაც 2 კვირით. მივმართავ მოსახლეობას, რაც უფრო ზუსატდ შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩარქა დასრულდება ის. ჩვენ ვალდებული ვართ არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, არამედ უკან დაიხიოს მან, რადგან ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის პერსპექტივა აღდგეს, ეს ყველაფერი მთლიანადაა იმაზე დამოკიდებლი, თუ რამდენად ზედმიწვენით შევასრულებთ რეკომენდაციებს", - განაცხადა ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში".