მთელ ქალაქში პირბადის გარეშე დავდიოდი – COVID-19-ით ინფიცირებული სტიქაროსანის დედა

  • 8 აპრილი 22:36

კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის სტიქაროსანის დედა ამბობს, რომ COVID-19-ით ინფიცირების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია და თბილისის ქუჩებში პირბადის გარეშე დადიოდა.

„კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქალბატონი ყვება, რომ თავდაპირველად კორონავირუსით მისი მამა დაინფიცირდა და მოგვიანებით ვირუსი მასაც აღმოაჩნდა.


„რაც შევიტყვეთ, იმის მერე სახლში ვართ გამოკეტილები. 4-ში გათენდა დილა, მამაჩემი ვერ ადგა ლოგინიდან. მოდი-მეთქი, ტაქსით წავიყვან, ფილტვებზე გადავუღო, რამე არ მოუვიდეს კაცს-მეთქი.


ქუჩაში ხალხი დამეხმარა, გამვლელები, ტაქსშიც ხომ გადაედო… მე ამ დროს ხომ არ ვიცოდი, რომ კორონა სჭირს? ამ დროს მომადგა სასწრაფო. მეც მქონია თურმე მაგ დროს კორონავირუსი, მე წამოვედი და 2 ტაქსი გამოვიცვალე. ისინიც ხომ დაავადნენ?!


პირბადის გარეშე დავდიოდი მთელი ქალაქი. ფული გადავუხადე, ის ფულიც ხომ მიიტანა იმ კაცმა სახლში კორონავირუსიანი?! თორემ, ჩემი შვილი და მე ვისხედით სახლში,“- აცხადებს დაინფიცირებული ქალი.


თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. Covid-19-ით არიან დაავადებული მისი დედა, დეიდა და ბაბუაც.