არის თუ არა ქვეყანაში „პლაქვენილის“ საკმარისი მარაგი?

  • 8 აპრილი 20:54

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირველივე პაციენტს „პლაქველინით“ დაუწყეს მკურნალობა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სამკურნალოდ პრეპარატ „პლაქვენილს“ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ჩინელ კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ პირველებმა დავიწყეთ „პლაქვენილის“ გამოყენება. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელ კოლეგებთან. მათთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ „პლაქვენილით“ მკურნალობის შედეგებმა ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა ჩინეთში.


ჩვენმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა აღნიშნული პრეპარატი. პირველივე პაციენტთან დავიწყეთ ამ მედიკამენტის გამოყენება. შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ამას მომავალში გვიჩვენებს.“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


არის თუ არა ქვეყანაში „პლაქვენილის“ საკმარისი მარაგი? ამ კითხვას ეზუგბაიამ ასე უპასუხა: „როგორც ვიცი ქვეყანაში არსებულ პაციენტებზე აღნიშნული პრეპარატის მარაგი საკმარისია. მომავალში იგეგმება ამ პრეპარატის შემოტანა.“ - ამბობს მარინა ეზუგბაია.


წყარო