დღეს სუპერმთვარეობაა - რას ნიშნავს და როდის გამოჩნდება ვარდისფერი სუპერმთვარე

  • 8 აპრილი 20:46

8 აპრილის ღამეს 2020 წლის მთავარი სუპერმთვარეობა მოხდება – მთვარის დისკი ცაზე უფრო ახლო და დიდი მოგეჩვენებათ.

რა არის სუპერმთვარეობა


სუპერმთვარეობა – მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, მის ელიფსურ ორბიტაზე;


დღეს ღამით მთვარე დედამიწიდან დაახლოებით 357 ათას კილომეტრის დაშორებით იქნება. როგორც წესი, დედამიწის თანამგზავრი 284 ათასი კილომეტრი დაშორებით მდებარეობს.


სუპერმთვარეობა თითქმის ყოველ თვე ხდება ხოლმე, მაგრამ დღევანდელი „ვარდისფერი“ სუპერმთვარე 2020 წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება.


წელს მთვარე ვარდისფერი იქნება ?


სამწუხაროდ არა. ასეთი სახელწოდება მან კულტურული ტრადიციის გამო მიიღო, რადგან ის ხშირად ემთხვევა ფლოქსის ჯიშის ვარდისფერი ყვავილების ყვავილობას.


მიუხედავად იმისა, თუ დედამიწის რომელ წერტილში იმყოფებით, ასეთი დიდი მთვარე 8 აპრილის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ღამე გამოჩნდება.


რატომ არის 8 აპრილის მთვარე განსაკუთრებული ?


აპრილის თვის სუპერმთვარეობა სხვადასხვა კულტურაშ ემთხვევა რელიგიურ დღესასწაულებს. ქრისტიანული კონფესიების ქვეყნებში, სავსე მთვარე ხშირად ემთხვევა აღდგომას.