კომენდანტის საათის დროს ბავშვს ძაღლმა უკბინა – ნახეთ, როგორ მიიყვანეს მცირეწლოვანი აცრაზე

  • primetime.ge
  • 8 აპრილი 18:49

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში 3 წლის ბავშვს ძაღლმა უკბინა. ექიმის სატელეფონო რჩევით, მცირეწლოვანს სასწრაფოდ აცრა ესაჭიროებოდა, რის გამოც, ოჯახს კომენდანტის საათის დარღვევა მოუხდა. მამამ, უშანგი ისერგიშვილმა ბავშვი ექიმთან წაიყვანა, თუმცა პოლიციის განყოფილების მიმდებარედ შეაჩერეს.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას უშანგი ისერგიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს ვითარება აუხსნა, პოლიციამ თავად უზრუნველყო, რომ გზა უპრობლემოდ გაეგრძელებინა.


„კომენდანტის საათის დროს სხვა ეკიპაჟს, რომ არ გავეჩერებინეთ, კლინიკამდე და შემდეგ კლინიკიდან სახლამდე თავადვე მოგვაცილეს. ნამდვილად თანადგომა გამოხატეს“, – გვითრა ბავშვის მამამ.


პატარა გიორგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მას აცრა კლინიკა „მედ ალფაში“ გაუკეთდა.


ცნობისთვის: 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge