"ძაღლების სახლიდან გაგდებით ან ჩახოცვით უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით"

  • 8 აპრილი 18:29

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საზოგადოებას შინაური ცხოველების მიმართ მზრუნველობისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"ძაღლების სახლიდან გაგდებუთ ან ჩახოცვით უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით... გამოსავალი მიხრჩობა და ჩაქოლვა არასოდეს ყოფილა და რაღა ახლა გაამართლებს!!!! დავინდოთ და შევეცადოთ დავაპუროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები... არ გავიმეტოთ მოსაკლავად მაინც", - წერს მაკა ჩიჩუა.


ამავე პოსტის კომენტარებში მაკა ჩიჩუა განმარტავს, რომ ხალხს ძაღლები ვირუსის გადამტანებად მიაჩნიათ და დაპანიკდნენ. ამასთნა აღნიშნავს, რომ ადამიანები შეშინდნე ვინაიდან ქუჩის ძაღლებს შიათ და აგრესიულები გახდნენ.