სოფო კილაძე გიორგი მამალაძეს შეხვდა – რაზე ისაუბრეს დეკანოზმა და დეპუტატმა

  • 8 აპრილი 18:05

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ის ადამიანები მოინახულა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და გადიან შესაბამის მკურნალობას.

მათ შორის ერთ-ერთი იყო დეკანოზი გიორგი მამალაძეც.


რაზე ისაუბრეს და როგორ გრძნობს თავს მსჯავრდებული დეკანოზი – სოფო კილაძე „პრაიმტაიმს“ დეტალებს უამბობს.


ის განმარტავს, რომ მათი საუბარი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხო და იყო სხვა თემებიც, რასაც მედიასთან ვერ დააკონკრეტებს.


„მანამ, სანამ დეკანოზს სასჯელს მიუსჯიდნენ, მე მანამდეც ვნახე ის. ეს მეორე შეხვედრა იყო. ის თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის.


ამბობს, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია ნორმალურად ექცევა და პირობებით უკმაყოფილი არ არის.


როგორც ცნობილია, სასამართლოში სასჯელის გადავადებაზე მოთხოვნა აქვს შეტანილი და სამკურნალოდ წასვლა სურს საზღვარგარეთ.


როგორც თვითონ ამბობს, საქართველოში ასეთი სამკურნალო საშუალებები არ არის.


შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რაც მის ძალებშია, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს“, – გვითხრა სოფო კილაძემ.


წყარო