5 წლის ქრისტინეს, მეტსახელად „ლუღის“, ის ნივთები მიუტანეს, რომლებზეც ოცნებობდა

  • 8 აპრილი 17:45

5 წლის ქრისტინე ფანჩივაძეს სამეგრელოს გუბერნატორმა ის ნივთები აჩუქა, რომლებზეც გოგონა ოცნებობდა. ქრისტინე სოციალურ ქსელში „ლუღის“ სახელით გაიცნეს.

ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა.


მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.


ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ქრისტინას ვიდეოს შესახებ მისი უმცროსი ქალიშვილისგან გაიგო.


„წუხელ ჩემი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქრისტინას თანატოლია დამიკავშირდა და მითხრა, ამ ვიდეოს შესახებ, დღეს შევეცადე ყველა ის ოცნება რაც ქრისტინას ჰქონდა ამეხდინა“ – განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.


ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაჰპირდა.





ასევე დაგაინტერესებთ:


დედა ყველაზე მეტად მენატრება – 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე


წყარო