covid 19-ის გამო დაცარიელებულ ზოოპარკში 10 წლის განმავლობაში პირველად პანდები შეჯვარდნენ

  • 8 აპრილი 16:09

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰონგ-კონგის ზოოპარკში 10 წლის განმავლობაში პირველად გიგანტური პანდები შეჯვარდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ინ ინი და ლე ლე ზოოპარკში უკვე დიდი ხანია ბინადრობენ, თუმცა შეჯვარების ბუნებრივი პროცესის განხორციელებას აქამდე ვერ ახერხებდნენ.


ზოოპარკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მათი წარმატება ზოოპარკის კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებამ განაპირობა.


წყარო