რამდენი პირბადის ყიდვის უფლება ექნება ერთ ადამიანს?

  • 8 აპრილი 16:03

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სააფთიაქო ქსელებში ერთ მომხმარებელს 3 პირბადეზე მეტის შეძენის უფლება არ ექნება.

"იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს სააფთიაქო ქსელები შეთანხმებულები არიან, რომ გარკვეული ლიმიტი იქნება, რამდენადაც ვიცი ეს არის 3 პირბადე ერთ მომხმარებელზე, რაც არის სრულიად სამართლიანი. მას შემდეგ რაც სააფთიაქო ქსელები შეავსებენ მარაგს და ბაზარი გაჯერდება, მერე შეიძლება შეღუდვები მოიხსნას", – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე დაავადების 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 48 ადამიანი ინფექციისგან განიკურნა.

ასევე დაგაინტერესებთ:

როდიდან გაიყიდება და რა ეღირება საქართველოში პირბადები?