"ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ"

  • 8 აპრილი 15:43

როგორ უნდა გაგრძელდეს ღვთისმსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინამ დღის კურიერში ისაუბრა.

მინისტრმა კონკრეტულად არ უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ის საგანგებო ვითარების წესების დარღვევად ეკლესიებში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებას.


როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პირადად ის არ აპირებს სააღდგომო დღესასწაულებზე ეკლესიაში წასვლას და საეკლესიო მსახურებას დისტანციურად ადევნებს თვალს:


"რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება,  როგორც ერთ მართლმადიდებელს, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არამედ სხვა პირადი მოსაზრებებიდანაც გამომდინარე,  ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში - ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ დისტანციურად ვადევნო თვალი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.


საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათია გამოცხადებული.


ჯერჯერობით უცნობია კომენდანტის საათის პირობებში დაუშვებს თუ არა ხელისუფლება გამონაკლისს სააღდგომო წირვასთან დაკავშირებით და ნებადართული იქნება თუ არა 21:00 საათის შემდეგ მრევლისთვის ტაძარში მისვლა.


წყარო.