საკონტროლო გამშვები პუნქტი ვანშიც მოეწყობა

  • 8 აპრილი 14:51

მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელში სპეციალური გამშვები პუნქტი მოეწყობა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

აღნიშნულის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"ჩვენს რეალობაში ახალი რამდენიმე შემთხვევაა. ერთი შემთხვევა კონკრეტულად ვანის მუნიციპალიტეტს უკავშრდება. მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები. ასევე, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიდეს იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეები შემოწმდებიან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


წყარო