ნათია ფანჯიკიძის რჩევა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს

  • 8 აპრილი 14:18

ფსიქოლოგ ნათია ფნჯიკიძის თქმით, თითიზოლაციაში ყოფნა განსაკუთრებით მოხუცებსა და ბავშვებს უჭირთ. 

ფსიქოლოგის რჩევით, თუ ოჯახში ასაკოვანი ადამიანიცაა და მოზარდიც მათი ერთმანეთან ურთიერთობა იზოლააცით გამოწვეულ სტრესსაც იდეალურად გაუმკლავდება. 


"ასაკოვანი ადამიანებისთვის სოციალური იზოლაცია ყველაზე რთულია, იმის გათვალისწინებითაც, რომ იმ ტექნოლოგიურ სიკეთეებს, რომელიც გვეხმარება სოციალური კავშირების უწყვეტობაში და მათი წყალობით, მხოლოდ ფიზიკურ დისტანცირებასთან გვიწევს გამკლავება, ხნიერი ადამიანების დიდი ნაწილი ვერ მოიხმარს ან საერთიდ, ან იგივე ინტენსივობით.


იზოლაცია რთულია ბავშვებისთვისაც, რადგან მათ ჩვენზე მეტი ენერგია აქვთ დასახარჯი ფიზიკურადაც და რადგან მათ გონებას სხვა პასუხისმგებლობები არ აკისრია, რომელზეც ჩვენ გვეხარჯება რესურსი, ურთიერთობაც მეტად სჭირდებათ. მცირეწლოვან ბავშვებს უყვართ ერთი და იგივე ამბის ბევრჯერ მოსმენა. ასაკოვან ადამიანებს არ ეზარებათ ერთი და იგივე მოგონების, ამბის ბევრჯერ მოყოლა. ხოდა თუ იდეალური სიტუაცია გაქვთ ოჯახებში, გყავთ მოხუცებიც და პატარებიც, "დააკომპლექტეთ" მათგან გუნდები.


პატარა რომ ვიყავი, ვგიჟდებოდი ბებია-ბაბუასთან ურთიერთობაზე, - მხოლოდ მათ ჰყოფნიდათ მოთმინება, ასჯერ გაემეორებინათ ის ისტორიები, რომლებიც მომწონდა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.



საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სპეციალისტების რეკომენდაციითა და ხელისუფლები მოთხოვნის საფუძველზე ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და დროის ძირითად ნაწილს სახლში ატარებენ.


აქვე დაგაინტერესებთ:


რამდენად უჭირთ ადამიანებს ემოციების მართვა, როდის ხდება აგრესიული ადამიანი


როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე