კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტში მონაწილე: წინ დიდი გამარჯვებაა

  • 8 აპრილი 12:50

 47 წლის ამერიკელმა მოხალისემ ნილ ბრაუნინგმა რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე იტესტება "იმედის დილასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან რისკების შეფასებაში საფრთხე ვერ დაინახა და დიდი გამარჯვების მოლოდინით მსოფლის დასახმარებლად მზადაა.

ბრაუნინგის თქმით, მასთან ერთად კიდევ 44 ადამიანმა ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი იმიტომ გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ადამიანების ტანჯვა და ავადმყოფობა დედამიწაზე. 


"სახლში დაბრუნებულებს უნდა გვეკონტროლებინა სხეულის ტემპერატურა. აღგვეღწერა გვერდითი მოვლენები. თუმცა, მე არაფერი გამომივლინდა. ძალიან ოდნავ მტკიოდა ნანემსარი ადგილი, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის აცრის შემდეგ. მეორე დღეს ამ ტკივილმაც გამიარა. მეორე ინექციიდან 7 დღის შემდეგ კლინიკაში დავბრუნდით, სადაც სისხლის ანალიზი გაგვიკეთეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ სხეულს ვაქცინაზე არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონდა. ანალიზის პასუხი სუფთა აღმოჩნდა. ბოლოს კლინიკაში 31 მარტს ვიყავი. ამჯერად საკმაოდ დიდი ოდენობით სისხლი აგვიღეს. ეს სისხლი გაიგზავნება, რათა გამოიკვლიონ და დაადგინონ, რამდენად ეფექტურია ვაქციანა. 14 აპრილს სისხლს კიდვ ერთხელ ჩავაბარებთ. იმავე დღეს გაგვიკეთდება ვაქცინის მეორე, დამატებითი დოზა. ამის შემდეგ ჩემ სისხლს რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკურად დატესტავენ. ამით შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა, წარმოიქმნება თუ არა ჩემ სისხლში ანტისხეულები და რამდენ ხანს ძლებენ ისინი.


მსოფლიოს დახმარება სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, ავად ხდება და კვდება. ეს უნდა დასრულდეს. მე ჯანმრთელი ვარ. რისკები შევაფასე და საფრთხეს ვერ ვხედავ. სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა", - განაცხადა ამერიკელმა მოხალისემ.


ბრაუნინგი პროფესიით ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტია და ადამიანების დაცვას ინტერნეტსივრცეშიც ცდილობს.



წყარო.