ასტროლოგი: მერწყულის ზოდიაქოში შევდივართ - სამყარო გაცილებით უფრო მეგობრული გახდება

  • 8 აპრილი 12:27

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, რომ კორონავირუსის შემდეგ სამყარო შეიცვლება. მისივე ინფორმაციით დედმიწაზე ახალი, მერწყულის პერიოდი დგება, რომელიც საყოველთაო მეგობრობის, თანასწორობის, ჰუმანიზმის და ტექონოლოგიური რევოლუციების ეპოქაა.

"როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, სამყარო გაცილებით უფრო მეგობრული, კოლექტიურ მიზნებსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, საერთო იდეალებზე ორიენტირებული, თუმც კი გაცილებით უფრო დისტანციური გახდება.


ამ სამყაროში თითოეული ადამიანის პირად სივრცეს გაცილებით მეტი პატივისცემით მოეკიდებიან და ზოგადად ადამიანის უფლებები იქნება უზენაესი, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა. ვიღაცას მოსწონს ეს პერსპექტივა, ვიღაცას არა. თუმცა სამყაროს თავისი კანონები აქვს და ასტროლოგიური სწავლების მიხედვით ჩვენ დღეს მერწყულის ეპოქის დადგომას ვგრძნობთ ასე მძაფრად. ეს არის საყოველთაო მეგობრობის, თანასწორობის, ჰუმანიზმის და ტექონოლოგიური რევოლუციების ეპოქა. მოკლედ, ნამდვილად ღირს ცხოვრების გაგრძელება. წინ ძალიან საინტერესო ახალი მსოფლიო გველოდება.


p.s თავის დროზე ჯონ ლენონმა, რომელსაც ზემოთხსენებული მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის უდიდესი გავლენა ჰქონდა პირად ჰოროსკოპში, დაცემული მარსითა და ურანით, წინასწარმეტყველურად უარყო მატერიალური სამყაროს ამაოება (ურანი კუროს ნიშანში), ომისა და აგრესიის თანხლებით (მარსი სასწორის ზოდიაქოში) და ადამიანებს მოუწოდა ეცხოვრათ საყოველთაო ძმობისა და ტოლერანტულობის პრინციპებით," - წერს ბზეკალავა.