5 და 7 წლის გოგონების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დამნაშავეს 9 წელი მიესაჯა

  • 8 აპრილი 11:44

„არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო.


როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, მსჯავრის ქვეშ მყოფმა 5 და 7 წლის გოგონების მიმართ  განახორციელა გარყვნილი ქმედება.


„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში 5 და 7 წლის გოგონების მიმართ  განახორციელა გარყვნილი ქმედება.


სამართალდამცველებმა დ.ძ. 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და  „დ“ ქვეპუნქტებით  (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


პროკურატურა აზუსტებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და დამნაშავეს 9 წელი მიესაჯა.


„არასრულწლოვანი დაზარალებულების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულების დაკითხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ძ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.


პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურა, გარყვნილი ქმედება, არასრულწლოვანი