კორონავირუსის გამო, ქალებმა ნაგავი საღამოს კაბებში გამოწყობილებმა გადაყარეს (ფოტოები)

  • 8 აპრილი 10:33

კორონავირუსის გამო კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნისას, ქალები ნაგვის გადასაყრელად სამეჯლისო კაბებით გადიან და ფოტოსესიებს აწყობენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში Your Bins Out in Your Ballgown (გადაყარე ნაგავი სამეჯლისო კაბით) ქალებმა ფოტოები გაავრცელეს.