8 აპრილს სავსე მთვარეა - განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ეს ენერგია კარანტინის დროს

  • facebook.com
  • 7 აპრილი 23:44

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 8 აპრილის სავსე მთვარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის საზოგადოებას, მომდევნო ორი დღის მშვიდად გატარებას ურჩევს. ამასთან სავსე მთვარის მთავრ მესიჯად წონასწორიბის დაცვას და ურთიერთობაში ბალანსს ასახელებს.


ასტროლოგის გათვების სავსე მთვარის ამჟამიდნელი ენერგეტიკა ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებზე განსაკუთრებით იმოქმედებს.


"8 აპრლის სავსე მთვარე სუპერ-მთვარეცაა, რაც მის დედამიწასთან სიახლოვესა და სიძლიერეს ნიშნავს.


სავსე მთვარის დროს მზე ვერძში, მთვარე კი სასწორშია (18’43გრადუსი)


ზოგადად, სავსე მთვარე ყოველთვის მოჭარბებული ენერგიების მომტანია, როდესაც რთულია ერთ ადგილას მშვიდად ჯდომა. განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ეს ენერგია კარანტინის დროს. ამიტომ სანამ სავსე მთვარის თვისობრივ ნაწილზე გადავალთ, აქვე აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალური თვითკონტროლის გამოვლენა დაგვჭირდება იმ საყოველთაო მიზნისთვის, რასაც ჩვენი ჯანმრთელობა ჰქვია. ეს ტენდენცია დაახლოებით 10 აპრილამდე გასტანს. ამიტომ ამ 2 დღის განმავლობაში ვეცადოთ, სახლის პირობებში დავხარჯოთ ენერგია და გასართობი საშუალებებიც ონლაინ რეჟიმში მოვძებნოთ.


სავსე მთვარე ისედაც ერთგვარი ტესტია ხოლმე ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვერძისა და სასწორის ოპოზიციასთან გვაქვს საქმე.


ვერძი, რომელსაც ომის ღმერთად წოდებული მარსი მართავს, უკავშირდება ეგოსა და თვითდამკვიდრებას, სასწორი - სხვა ადამიანებსა და დათმობას. სასწორი ურთიერთობებსა და იმ ყველაფერზეა ორიენტირებული, რაც სიმშვიდის მიღწევა-შენარჩუნებაში გვეხმარება - კომპრომისი, თანამშრომლობა, ბალანსი. ვერძი კი თავისი გაბედულობით, ლიდერული ბუნებითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. სავსე მთვარის მესიჯი სწორედ საკუთარ პირად მიზნებსა და სხვა ადამიანების (პარტნიორი, უახლოესი მეგობრები) საჭიროებებს შორის ბალანსის დაცვაა.


სახლში ყოფნის პირობებში, როდესაც პარტნიორთან, მეუღლესთან თუ ოჯახის სხვა წევრებთან მეტი დროის გატარების საშუალება გვაქვს, სავსე მთვარე სასწორში სწორედ იმაში გვეხმარება, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ ისინი და გავიგოთ ის, რისი გაგებაც სხვა დროს გვიჭირდა. მართალია, მზე ვერძში იმყოფება და ამან შესაძლოა, გაართულოს სიტუაციის სხვა ადამაინის თვალით დანახვის შესაძლებლობა, მაგრამ მარსისა და ვენერას, როგორც ვერძისა და სასწორის მმართველი პლანეტების ჰარმონიული ასპექტი საშუალებას მაძლევს, ვიფიქრო, რომ ნებისმიერი კონფლიქტისა თუ გაუცხოების მოგვარება იქნება შესაძლებელი დიპლომატიითა და მშვიდი კომუნიკაციით. მით უფრო, რომ მარსი მერწყულში, ვენერა კი ტყუპებში იმყოფება.


ერთ მხარეს გვაქვს გაგების, დათმობის, მეგობრულობის, ერთად დგომისა და სიყვარულის ენერგია, მეორე მხარეს კი თავისუფლების წყურვილი, გამოხატვის აგრესიული ფორმები და ეგოიზმი.


მოულოდნელ, წინასწარ განუსაზღვრელ, უკონტროლო და აფექტურ მოქმდებებს გვპირდება მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატიც. სწორედ ამიტომ ვეცადოთ, მომდევნო დღეები მშვიდობიანად, კონფლიქტებისა და ისეთი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ჩავატაროთ, რაც საფრთხეს შეგვიქმნის ჩვენც და ჩვენთვის ძვირფას ადამიანებსაც. მარსი-ურანის კვადრატი შექმნის განწყობას, თითქოს ყველას სადღაც ეჩქარება. ეს კი უფრო მეტად საგრძნობი იქნება ავტომობილის მართვისას. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს საჭესთან, საგზაო გადასასვლელებთან და რისკისშემცველი საქმის შესრულებისას (8-10 აპრილის შუალედში). ასევე ბუნებრივ აირებთან და ბასრ, მჭრელ საგნებთან ურთიერთობისას.


სავსე მთვარეც და ეს ასპექტიც აპროვოცირებს ვირუსის გავრცელებას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის მითითება და რეკომენდაცია, რასაც დარგის სპეციალისტები გვაძლევენ.


სავსე მთვარის დროს მზესა და მთვარეს კვადრატული ასპექტი აკავშირებს იუპიტერისა და პლუტონის შეერთებასთან. იუპიტერი - ეს არის ზრდა, გაფართოება, რწმენა, მოწყალება, ოპტიმიზმი; პლუტონი კი ტრანსფორმაცია, ცვლილებები, შიში. ეს შეერთება თხის რქაში თითქოს სიცოცხლის ცილკის არსებობას შეგვახსენებს. იუპიტერი თხის რქაში და თანაც პლუტონის ჩრდილში დიდად არ გამოირჩევა სიძლიერით, მაგრამ მისი გავლენა მაინც იმედისმომცემი და ოპტიმისტურია. აქ არის სამი მთავარი მესიჯი: ერთი ის, რომ დავინახოთ და აღვიქვათ რეალობა, მეორე ის, რომ არაფრის უნდა გვეშინოდეს და მესამე - საკუთარი თავის რწმენა და ჯანსაღი ბალანსი საუკეთესო წამალია.


აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ვენერას ჰარმონული ასპექტები მარსთან და სატურნთან ჰაერის ნიშნებში. სატურნთან ასპექტი მოგვიწოდებს გადავხედოთ და უფრო სტრუქტურირებული გავხადოთ ჩვენი ცხოვრების სტილი, განსაკუთრებით ფინანსები და ურთიერთობები. მარსთან ჰარმონიული კავშირი კი ჩვენი ინდივიდუალურობისა და თავისუფლების მხარდამჭერია. მთლიანობაში ეს "ჰაეროვანი" ასპექტები ქმნის საერთო განწყობას, სადაც სიყვარული, თანასწორობა და ერთიანობა იქნება გამოკვეთილი. ბრწყინვალე დროა გაერთიანებისა და დახმარების ხელის გაწოდებისთვის, ერთმანეთზე ზრუნვისა და თანადგომისთვის.


ზემოთ ჩამოთვლილი ტენდენციები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ თქვენს რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები (ASC, DSC, IC, MC) კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 13-24 გრადუსებს შორის აღინიშნება, სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობთ სავსე მთვარისა და მისი ასპექტების ენერგიას", - წერს ასტროლოგი.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com