ზურა ყიფშიძე: "მიდიოდა მატარებელი" არ მომწონს, მრცხვენია რომ ამ ფილმში ვითამაშე

  • 7 აპრილი 23:41

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გიორგი შენგელაიას ფილმი "მიდიოდა მატარებელი" გააკრიტიკა. 

"გიორგი შენგელაიას "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში" ერთი გავლა მაქვს იქ, იმის არ მრცხვენია. გოდერძი ჩოხელის ფილმის არ მრცხვენია. ბევრი მრცხვენია... "მიდიოდა მატარებელი" მრცხვენია, მარტო ჩემს გამო კი არა, ყველას გამო მრცხვენია. არ მომწონს ასეთი ფილმი. ადამიანმა რომელმაც შექმნა ორი შედევრი, ეს იყო "ალავერდობა" და "ფიროსმანი", ეს მიდიოდა მატარებელი არ მომწონს, რა ვქნა, ძაღლი თამაშობს იქ ყველაზე კარგად", - ამბობს ზურა ყიფშიძე.