"ცოტა გამაღიზიანებელია ამერიკელი და უცხოეთში მომუშავე კოლეგებისგან ჭკუის სწავლება"

  • 7 აპრილი 23:04

ნარკოლოგი და კლინიკა ურანის დამფუძნებელი ზურა სიხარულიძე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მიმართვა აღიზიანებს.

სიახარულიძე არ აკონკრეტებს რამ ამოიწვია მისი გაღიზიანება თუმცა წერს, რომ სამშობლოში მოღვაწე ქართველ ექიმებს უცოეთში დასაქმებულებზე არანაკლებ კომპეტენტურები არიან.


"ნამდვილად არ ვარღვევ არასოდეს კოლეგიალობას მარა უკვე ცოტა გამაღიზინებელია ამ ჩემი ამერიკელი და უცხოეთში მომუშავე კილეგების ჭკუის სწვალება. თუ რამე გინდათ ჩამოდით და აქ იმუშავეთ. არა ნაკლები კვალიფიკაცია აქვს აქ ექიმებს და ცოდნა და ინტუბაციაც ვიცით და აპარატებით სარგებლოაბა და დისტრესის მკურნალობა.


ადრე რომ იყო კომუნისტების დროს მოსკოვში მაგარი ექიმებია იგევე პონტია რაა. ძაან ვბრაზდები.
გილიცავთ ყველა ექიმს ექთანს სანიტარს დღევანდელ დღეს", - წერს სიხარულიძე.


ცნობისთვის 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.