"ჩემი სიყვარული მილიონებიც კი ღირს" - 3 000 ლარით დაჯარიმებული სიძე

  • 7 აპრილი 21:11

"ჩემი სიყვარული მილიონებიც კი ღირს", - ამბობს სიძე, რომელიც ყარაჯალაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. 

ყარაჯალაში ნიშნობის ცერემონიალისთვის მასთან ერთად კიდევ 6 ადამიანი დააჯარიმეს 3000-3000 ლარით. 


ხელის თხოვნის ცერემონია სტადიონზე გაიმართა, სადაც სასიძომ გულის ფორმის ცეცხლი დაანთო.


ცერემონიალის დროს კი ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და კომენდანტის საათის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო სასიძო და მისი მეგობრები დააჯარიმეს.


 წყარო