ბერმა თვითიზოლაციას განზრახ მიმართა, რათა სიმსივნით დაავადებული ბავშვები ეზიარებინა

  • 7 აპრილი 20:51

29 წლის ბერი ნაზარი ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მფარველობის ქვეშ მყოფ სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებს ესტუმრა. 

სტუმრობამდე ბერი ნაზარი საგანგებოდ მოემზადა - სამების კელიაში ორკვირიანი თვითიზოლაციით გამოიკეტა. 


გამძვინვარებული ეპიდემიის დროს ასე უფრო მშვიდად მივიდა დაბალი იმუნიტეტის მქონე პატარა ქრისტიანებთან, - გვიყვება ბერია ანდრიას ფონდის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი.


მისივე თქმით, ბერი ნაზარი ფონდის აქტიური გულშემატკივარია. მან სიმსივნით დაავადებული ბავშვები აზიარა და ზეთი აცხო.


წყარო