ილია მეორე: ღმერთი მოწყალეა, მშვიდობა დაისადგურებს

  • 7 აპრილი 20:13

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი. ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს",- ასე მიმართა მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

მან მრევლს, ქართველ ემიგრანტებსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ადამიანებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მოყვასის სიყვარულისკენ მოუწოდა.

"გილოცავთ ხარებობას. ამ ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის და ღვთის ლოცვა-კურთხევით არის. ვისაც გააჩნია სიყვარული, მას გააჩნია სიხარული",- აღნიშნა უწმინდესმა.