Pink-მა კორონავირუსი გადაიტანა, მისი 3 წლის შვილი იზოლაციაშია - რაში ადანაშაულებს ის სახელმწიფოს?

  • 7 აპრილი 17:56

ამერიკელი მომღერალი პინკი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, 40 წლის ვარსკვლავმა კორონავირუსი გადაიტანა.

მომღერლის თქმით, ის და მისი 3 წლის შვილი - ჯეიმსონი უკვე თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდნენ, როცა სიმპტომები აღმოაჩნდათ. ის აღნიშნავს, რომ მკურნალმა ექიმმა შეძლო მათი ტესტირება და მკურნალობის დროულად დაწყება, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს სულაც არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს განმეორებით ტესტზე უკვე ნეგატიური პასუხი დაუფიქსირდა, მომღერალი საერთო სიტუაციით არის შეშფოთებული.


"ის ფაქტი, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ტესტირება, ჩვენი სახელმწიფოს დიდი სირცხვილი და ტრაგედიაა," - აღნიშნა მან.


წყარო