საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 195-მდე გაიზარდა

  • 7 აპრილი 10:07

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარება 21 აპრილამდეა გამოცხადებული, ამასთან მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი.