ლევან რატიანი: ყველაზე მძიმე პაციენტმა, შესაძლოა, კლინიკა დატოვოს - ტესტმა უარყოფითი პაუსხი აჩვენა

  • 6 აპრილი 23:42

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს კლნიკაში არიან ყველაზე მძიმე პაციენტები მოთავსებული, რომლებიც რეანიმაციის დეპარტამენტში მკურნალობენ. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს 7 პაციენტი, აქედან 4 იმყოფება მართვით სუნთქვაზე" - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში"  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ყველაზე მძიმე პაციენტის საავადმყოფოდან გაწერაც უახლოეს დღეებში იგეგმება.


"62 წლის ქალბატონი, რომელიც მარნეულიდან შემოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა გულის უკმარისობა და ინფაქტიც ჰქონდა გადატანილი, ამ ეტაპზე ეს ქალბატონი მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან და მისი მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. ბოლო ჩატარებული ტესტით ქალბატონთან უარყოფითი პასუხი მოვიდა, კიდევ ველოდებით ტესტის პასუხს ამ ქალბატონზე. იმედია, უარყოფითი პასუხი მოვა და გაეწერება კლინიკიდან" - აღნიშნა ლევან რატიანმა.


რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიყველაზე მძიმე პაციენტები  მოთავსებული, როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, კლინიკა აღჭურვილია  ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რასაც მოითხოვს მსოფლიო სტანდარტები.


"ჩემი ცხოვრების ამოცანა იყო, შემექმნა ისეთი განყოფილება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს დაამშვენებდა და ზუსტად ასეთი განყოფილება მაქვს. ჩვენი ყველა ექიმი თავდაუზოგავად იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს" - განაცხადა ტელეკომპანია „აჭარის“ პირდაპირ ეთერში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.