ქალს, რომელსაც მეუღლე და 3 შვილი ავარიაში დაეღუპა, დახმარება სჭირდება

  • 6 აპრილი 23:18

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს, რომელმაც მეუღლე და 3 შვილი ქვიშხეთთან ავარიაში დაკარგა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"სალამი გოგოებო ბოდიშს ვიხდი ამ ნეგატიური პოსტისთვის, შეიძლება აქ ამის ადგილი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს… ეს ჩემი ფერადი მეგობარი მარიანაა, რომელმაც ორი თვის უკან, ავტოკატასროფაში მეუღლე და სამი შვილი დაკარგა, თვითონ კი აპარატზე შეერთებული სიკვდილს ებრძვის…


ალბათ ეს ბევრისთვის ნაცნობი ისტორიაა,რადგან მთელი საქართველო შეძრა იანვარში ამ ამბავმა… სამწუხაროდ ყველანაირი დაფინანსება ამოვწურეთ, დღიურად კი საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს ოჯახს, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაც არც ისე მარტივია…


ჩვენ ახლა ყველანი ერთად ვიბრძვით და გთხოვთ თუნდაც ერთი ლარით შეეწიოთ ჩვენს ტკბილ გოგოს,თითოეულ თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ომში. ანგარიშის ნომრები:


საქართველოს ბანკი:


#GE22BG0000000162482398


TBC ბანკი:


#GE37TB7109445064300015


ლიბერთი ბანკი:


#GE62LB0211116004056001


მიმღები ეკატერინე ქორიძე