ქალი ვაჭრობდა და აზერბაიჯანის საზღვარს ხშირად კვეთდა – ახალი დეტალები მარნეულის ახალ შემთხვევაზე

  • 6 აპრილი 22:54

55 წლის მარნეულელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დილას დაუდგინდა, მარნეულის სოფელ კირაჩ მუღანლოში ცხოვრობს.

ინფიცირებული ქალის ოჯახი უკვე თვითიზოლაციაშია. გაურკვეველია, არის თუ არა შემთხვევა შიდაგადადება.


„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი ვაჭრობდა და აზერბაიჯანის საზღვარს ხშირად კვეთდა. როგორც თანასოფლელებისგან გავიგეთ საზღვარი მან სავარაუდოდ 12 მარტს გადაკვეთა.


რაც შეეხება კლასტერს, არის ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა მარნეულში პირველი დაინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინდა და ამის გამო, 23 მარტს, მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა.


ამ დრომდე სოფელ კირაჩ მუღანლოში ეპიდემიოლოგები 55 წლის დაინფიცირებული ქალის კონტაქტებს არკვევენ.


წყარო