რა სიკეთე აქვს მუცელზე წოლას კორონავირუსით დაავადებულებისთვის?

  • 6 აპრილი 16:50

რამდენად დადგენილია ეს რეკომენდაცია, რომ ყველამ მუცელზე უნდა დაიძინოთ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან "ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომელმაც პაციენტებისადმი რეკომენდაციებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, კრიტიკულ პაციენტებში არსებობს ტერმინი მუცელზე წოლასთან დაკავშირებით.


„როდესაც ზურგზე წევხართ, ერთ მდგომარეობაში ფილტვებსაც აქვს წონა და აწვება თქვენს გულმკერდის ღრუს და ზომაში პატარავდება. მუცელზე გადმობრუნება, ფილტვის გაშლის თვალსაზრისით, ფილტვი გაიშალოს და ისუნთქოს, არის ის ლოგიკა, რამაც რამდენიმე ექიმს ათქმევინა - მუცელზე დაწექით. მე არ ვიცი, რამდენად დადგენილია ეს რეკომენდაცია, რომ ყველამ მუცელზე უნდა დაიძინოთ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათა, რომ არ გავნებთ“, - განაცხადა მაჩაიძემ.


საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.


ასევე დაგაინტერესებთ:


გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის


საიდან გაჩნდა კორონავირუსი?


როგორ მოვუაროთ თავს, თუ კორონავირუსის სიმპტომები გვაქვს, ანალიზს კი ვერ ვიკეთებთ


წყარო