"ფეთქებადი საიდუმლოებები" - მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლე აქამდე უცნობ თემაზე ალაპარაკდა

  • primetime.ge
  • 10 ოქტომბერი 18:16

მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლე თავის ახალ წიგნში, დიდი ხნის საიდულოს ამხელს.

მაიკლ ჯექსონისა და ლიზა მარია პრესლის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა - სულ რაღაც ორი წელი, მაგრამ ის, სამუდამოდ დარჩა ისტორიას. პოპ-მეფემ ცოლად შეირთო „როკ-ენ-როლის მეფის“ - ელვის პრესლის ქალიშვილი. ამ ეტაპზე, ლიზა მარია 51 წლისაა. მას უკვე სამი ქორწინება ჰქონდა, რომლის უკანაც ნათელი და ორაზროვანი პირები იყვნენ - ფანტასტიკური მიზეზია, რომ მისი მოგონებები, მემუარებად გამოექვეყნებინა.


მაიკლი და ლიზა მარია პირველად, 1974 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ჯექსონი 16 წლის იყო, ხოლო პრესლი მხოლოდ ექვსი წლის იყო. ისინი დამეგობრდნენ და რეგულარულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით, მაგრამ მათი რომანის შესახებ, ქორწილამდე, მუსიკოსის არცერთმა გულშემატკივარმა არ იცოდა. ქორწილი საიდუმლო ვითარებაში გაიმართა. იგი მხოლოდ ორი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ლიზა მარია პრესლიმ, განცხადება გაავრცელა: მე ძალიან მიყვარს მაიკლი. მთელ ცხოვრებას, ჩემს მეუღლეს ვუძღვნი.


ქორწინების განმავლობაში, 1994 წლიდან 1996 წლამდე, ვარსკვლავურ წყვილს აბრალებდენ, რომ მათი კავშირი სხვა არაფერია, თუ არა სარეკლამო რგოლი. ლიზა მარიამ საკუთარი ქმრის ვიდეორგოლებში ბევრჯერ ითამაშა - საზოგადოებას, მათ იდილიას აჩვენებდნენ. მოსაზრებები მათი ყალბი ურთიერთობის შესახებ, პრესასა და სოციალურ ქსელებში ფილმის Leading Neverland - ის გამოსვლის შემდეგ დაიწყო, რომელიც მოგვითხრობს პოპ-მეფისა და ახალგაზრდა ბიჭების ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც ის მფარველობდა: უად რობსონი და ჯეიმზ სეიფჩაკი, რომლებიც მოგვიანებით, ცნობილ მომღერალს ადანაშაულებენ, რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში მან ბავშვობაში დააბრუნა ისინი.


სკანდალური ფილმის გამოსვლის შემდეგ, თავად ლიზა მარიას კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ჯერ კიდევ 2010 წელს, ოპრი უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ ქორწინებაში იყო დრამატული მომენტი, როდესაც რთული გადაწყვეტილება მიიღო.
სავარაუდოდ, ლეგენდარული მომღერლის მეუღლე, საკუთარ წიგნში ყველაფერს დეტალურად მოგვითხრობს.



სრული ვერსიის ნახვა primetime.ge