რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი ვირუსისგან დასაცავად?

  • თბილისელები
  • 6 აპრილი 16:26

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია ადამიანებს ფენშუისეული მეთოდებით ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებას სთავაზობს.

მისი თქმით, ჯანმრთელობას ბედნიერებასა და კარიერულ წინსვალას საცხოვრებელ გარემოში 5 ელემენტის - ცეცხლის, მიწის, ლითონის, წყალისა და ხის ბალანსი განაპირობებს.


ფენშუის სპეციალისტი დეტალურად აღწერს თუ სად როგორი დამცავი საშუალება უნდა გამოიყენოთ, ამასთან ის თილისმების შესახებაც საუბრობს.


 


"სახლის შემოსასვლელ კართან თუ მოათავსებთ პატარ-პატარა სიმბოლურ ნივთებს, თქევნთვისვე იქნება სასიკეთო. ხოლო, რომ დაადგინოთ, თქვენი შემოსასვლელი კარი ჰორიზონტის რომელ მხარეს მდებარეობს, კომპასი დაგეხმარებათ. მაშ ასე, სახლები, რომელთა ცენტრალური შემოსასვლელი კარი გაჭრილია ჩრდილოეთის მიმართულებით, მათ ვურჩევ კარის მარჯვნივ ან მარცხნივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, დაკიდოთ დაახლოებით, 30-დან 50-მდე სანტიმეტრის სიგრძის, სამკუთხედი ფორმის ქსოვილი ან ქაღალდი. წითელი ფერი განასახიერებს ცეცხლს და რადგან ჩრდილოეთი წყლის მხარეა, ზედმეტი წყალი არ გვინდა და გვჭირდება ბედნიერება, იღბალი და ჯანმრთელობა, დაკიდეთ ეს წითელი სამკუთხედის ფორმის სიმბოლო. სამკუთხედი კი იმიტომ, რომ ეს არის ზემოთ მიმავალი ცეცხლის ენერგია, რომელიც გაანეიტრალებს ზედმეტ წყალს, რომელიც წელს არანაირად არ გვჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია ხუთი ელემენტის ბალანსი – ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი და ხე. ფენ-შუი კი არის თეორია და სწავლება, რომელიც მიისწაფვის ამ ხუთი ელემენტის დაბალანსებისკენ ჩვენს გარემოცვაში.


რაც, შესაბამისად, იძლევა ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარიერულ წინსვლას, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას თუ პოზიტიურ ფორმაში გავრცობას. ყველანაირი ჰამორნია მოაქვს ენერგიების დაბალანსებას. ამიტომ უნდა დავუპირისპიროთ წყლის სტიქიას ცეცხლის სტიქიის სიმბოლო წითელი სამკუთხედი. რაც შეეხება სახლებს, რომელთაც შემოსასვლელი კარი სამხრეთით აქვთ, უნდა დავდოთ ორი ცალი წითელი სანთელი და დღეში ოცი წუთით მაინც უნდა დაანთოთ ის. არ აქვს მნიშვნელობა, სანთელს კარის მარჯვნივ დადებთ თუ მარცხნივ. ან, შეგიძლიათ, ცენტრალურ შემოსასვლელ კართან დაამონტაჟოთ წითელი განათება და ორი საათით დატოვოთ ანთებული. ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ ავადმყოფობის ვარსკვლავის – ნომერი 2-ის, ენერგიის გასანეიტრალებლად, გვჭირდება ცეცხლის ენერგიის მეტად გააქტიურება და ავადმყოფობის ენერგიის სიმბოლურად დაწვა. ყველაზე კარგი და იღბლიანი წელს არის სახლები, რომელთა ცენტრალური შემოსასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთის, ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. თუმცა, აქაც ვიძლევით გარკვეულ რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ დავაბალანსოთ ნეგატიური და პოზიტიური ენერგიების ზემოქმედება. სახლებში, რომელთაც კარი დასავლეთით აქვთ, შემოსასვლელთან უნდა დააწყოთ კენჭები და დატოვოთ მთელი წელი, 2021 წლის თებერვლამდე. ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გვჭირდება წითელი სანთლები და ამ ფერის განათება. სამხრეთით კი შემოსასვლელ კარზე უნდა დავკიდოთ 6 ცალი მონეტა ან რაიმე ჭედური ლითონის ნაკეთობა, ლითონის ქარის მუსიკა ან ზანზალაკი. სამხრეთი ცეცხლის სტიქიის მხარედ განიხილება და იმისთვის რომ ეს ცეცხლი გავანეიტრალოთ და ავადმყოფობის ენერგია დავწვათ, მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენს სახლში ლითონი ავადმყოფურად რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მას სიმბოლურად ვუპირისპირებთ ცეცხლს და ნეგატიური ძალით აღარ შემოდის სახლში.


სამხრეთ-აღმოსავლეთით გაჭრილ ცენტრალურ კარზე კი უნდა დაკიდოთ კვადრატული ან მართკუთხედის ფორმის, მწვანე ფერის ქაღალდი ან ქსოვილი. ყველაზე მთავარი და პრობლემური ჩრდილოეთით გაჭრილი კარია. ჩემი დაკვირვებით, მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო მსგავს სახლებში. ანალოგიური პრობლემებია აღმოსავლეთით გაჭრილ კარიან სახლებში. ამიტომ, გირჩევთ, 2020 წელი მეტად ფრთხილად გაიაროთ. ეს განპირობებულია სწორედ იმ ნეგატიური, ეგრეთ წოდებული, "5-იანი ვარსკვლავის" მიერ, რომელიც 5 აპრილამდე ორმაგად ძლიერად მოქმედებს. ამის გამო, გაძლევთ რეკომენდაციას, დადგათ მარილიანი წყალი თასით – 1 ლიტრ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი მარილი და დადგით შემოსასვლელ კართან. სამ დღეში ერთხელ გამოცვალეთ და მთელი წელი, 2021 წლის თებერვლამდე, როგორც დაცვის ერთ-ერთი ფაქტორი, გედგათ იმ სახლებში, რომელთაც კარი აღმოსავლეთის მხარეს აქვთ. მათ, ვინც ავადმყოფობს, ან კორონავირუსით არის დასნებოვნებული, ან სხვა პრობლემები აქვთ, ნაკურთხი წყალი უნდა დადგან ლოგინის თავთან და ორ დღეში ერთხელ ახალი ნაკურთხი წყლით ჩაანაცვლონ, სანამ სრულიად არ გაივლიან ამ პრობლემას. ასევე, კარგია, თუ ლოგინის თავთან დადებთ წაგრძელებულ, წელში გამოყვანილი ფორმის გოგრას, რომელსაც შევიწროებულ ნაწილში შეაბამთ წითელ ლენტას. როგორც კი გოგრა დაიწყებს ლპობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავის თავზე აიღო და "შეისრუტა" ავადმყოფობის ენერგია, ის უნდა გადააგდოთ და დადოთ ახალი. და, კიდევ ერთი: წიწვიანი მცენარის ტოტი ჩამოკიდეთ კედელზე ან მიამაგრეთ ლოგინზე, თავთან ახლოს. წიწვები, როგორც ისრები, ავადმყოფობის ენერგიას უპირისპირდება და ანგრევს", - ამბობს ეკა კვარაცხელია.

წყარო: თბილისელები