ინგა გრიგოლია: 1000 ოქრო იმას ვინც, შალვა თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს

  • 10 ოქტომბერი 15:24

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს წერს. 

"1000 ოქრო იმას ვინც, შალვა თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს", - აღნიშნავს გრიგოლია. 


ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. 


თადუმაძის მოსმენა თითქმის 9 საათი გაგრძელდა. 


თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.