ნაჯა ორაშვილი: ხმები დადის თითქოს იატაქვეშა ღამის "სხოდკებს" ვაწყობთ და ირგვლივ მყოფებს საფრთხეს ვუქმნით...

  • 5 აპრილი 23:17

"ბასიანის" ერთ-ერი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი მის შესახებ გავარდნილ ხმებს - რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ნაჯა კლუბური ცხოვრებას ფარულად განაგრძობს, ეხმაურება.

ნაჯა განმარტავს, რომ ინფექციასთან ბრძოლის ფარგლებში კლუბმა ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობამდე შეწყვიტა. ამასთან ორაშვილის თქმით ის თვითიზოლაციაში იმყოფება და ახლო მეგობრებსაც კი არ ნახულობს.


"ორი თვეა სახლიდან უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავსულვარ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე კლუბების წარმომადგენლები ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდა თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის საკითხს და საჯარო შეკრებები საკუთარი ნებით აკრძალა. მიუხედავად ამისა ორი დღეა ვიღაც შეშლილები მაინდამაინც მე მომადგნენ და საჯარო ინტერნეტ დასმენებს აწარმოებენ, თითქოს იატაქვეშა ღამის "სხოდკებს" ვაწყობთ და ჩვენს ირგვლივ მყოფებს საფრთხეს ვუქმნით. პირადად მე ახლო მეგობრებსაც კი არ ვნახულობ, აქაც იშვიათად ვიხედები და ზოგადად, უკვე ცეკვაც კი დამავიწყდა და ამ გაგანია კომენდატის საათში სპეცრაზმს ნუ დამაყენებთ სახლში, ძლივს გაზრდილ მცენარეებს ნუ მოუღებთ ბოლოს.


ისეთი ბედი მაქვს, ბოლოს კორონავირუსის კარტელიც და კლასტერიც მე შემომეტენება", - წერს ნაჯა ორაშვილი.