როგორი უნდა უმკურნალოთ covid 19-ით ინფიცირებულს სახლის პირობებში?

  • 5 აპრილი 22:54

სტატისტიკის მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა მხოლოდ 20%-ს სჭირდება ჰოსპიტალური დახმარება, ხოლო დანარჩენ 80%-ს თვითმკურნალობა შეუძლია.

ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებით კოვიდ-19-ის უმეტესი შემთხვევა "სახლის პირობებში სამედიცინო ჩარევის გარეშეც განკურნებადია".


გაითვალისწინეთ, რომ სახლშიც კი უნდა დაიცვათ გარკვეული წესები. თუ კორონავირუსის ნიშნები გაქვთ, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტს და იყავით თვითიზოლაციაში.


მოათავსეთ ინფიცირებული პირი განცალკევებულ ოთახში და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გამოუყავით პერსონალური საპირფარეშო. უმჯობესია, თუ ოთახი კარგად ნიავდება.


საკუთარ ოთახთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფიცირებულ პირს პირადი ჭურჭელი ჰქონდეს, პირსახოცი და თეთრეული. ყოველი გამოყენების შემდეგ ნივთები კარგად უნდა გაირეცხოს. ნივთებს უნდა შეეხოთ ერთჯერადი ხელთათმანით. როდესაც ხელთათმანს მოიხსნით, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან ალკოჰოლით დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით. ტანსაცმლის გამშრალების დროს გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია გამათბობლის ტემპერატურა, მით უფრო მეტად იზღვევთ თავს.


 


მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა ლეტალური არ არის და მკურნალობას მარტივად ექვემდებარება, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში პაციენტებში ვითარდება პნევმონია ან მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომი.


ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, თუ პაციენტს უჭირს სუნთქვა, გრძნობს ტკივილს მკერდის არეში, დალუჯრებული აქვს ტუჩები ან სახე, მაშინათვე მიმართეთ ექიმს. შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო წამალი არ არსებობს, თუმცა გართულებული პაციენტების გამოჯანმრთელება და მათი მდგომარეობის კონტროლი საავადმყოფოებში სხვადასხვა ინვენტარის დახმარებითაა შესაძლებელი.


წყარო