ნათია ფანჯიკიძე კორონავირუსზე: "სინამდვილეში არაფერია ცის ქვეშ ახალი, რაც ყოფილა იგივე იქნება"

  • 5 აპრილი 21:07

"ვირუსებზე და ეპიდემიებზე ფილმები კაცობრიობის წარსული გამოცდილების თანამედროვე გარემოში წარმოსახვაა მხოლოდ და არა რაიმე უჩვეულო ფანტაზია", - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

ფსიქოლოგის თქმით, პანდემიის დროს მთავრი ტრაგიკული შემთხვევბის შემცირებაა.


"ხელოვნებამ, კინომ, ლიტერატურამ იწინასწარმეტყველაო რომ გვიკვირს, სინამდვილეში არაფერია ცის ქვეშ ახალი, რაც ყოფილა იგივე იქნება. ვირუსებზე და ეპიდემიებზე ფილმები კაცობრიობის წარსული გამოცდილების თანამედროვე გარემოში წარმოსახვაა მხოლოდ და არა რაიმე უჩვეულო ფანტაზია.


გადაივლის ეს ვირუსების გადაფრენაც. მთავარია, ტრაგიკული შემთხვევების მინიმალიზება შევძლოთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.