"სიცხე ხომ არ გაქვთ ქალბატონო პრეზიდენტო?" - სალომე ზურაბიშვილის პოსტს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა

  • 5 აპრილი 18:35

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირად გვერდზე მის მიერ განთავსებულმა ფეისბუქ-პოსტმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. 

პრეზიდენტმა მოსახლეობას ურჩია, რომ სულხან საბა ორბელიანი წაიკითხონ. 

"დაიჯესტი" პრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 


"საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.
შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;
სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;
ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;
ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;
შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;
შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;
ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს."(საბა-სულხან ორბელიანი)", - წერს სალომე ზურაბიშვილი და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.