თამაშდება მილიონი ლარი!

  • 10 ოქტომბერი 14:10

რომელი სურვილი გახარებთ ყველაზე მეტად, როცა აცემინებთ?

უმეტესობას, ალბათ, სწორედ ის გვახარებს, როცა მილიონს გვისურვებენ.


- მილიონი!


- ნახევარი შენ!


- ნახევარი რა არის, მთლიანად მისურვე! - და ა.შ.


სინამდვილეში, გულის სიღრმეში სულაც არ გვჯერა, რომ ოდესმე მილიონერები გავხდებით. მეტიც, ეს არაჩვეულებრივი სურვილი მალევე მიეცემა ხოლმე დავიწყებას, მაგრამ რა მოხდება, თუკი ამ სურვილს მართლაც რეალურად უწერია ასრულდება?


წარმოიდგინეთ, რამდენი ოცნების ახდენას შეძლებდით:


შეიძენდით ბინას და აგარაკს, წახვიდოდით სამოგზაუროდ, წამოიწყებდით საკუთარ ბიზნესს, დაეხმარებოდით ახლობლებს... ეს ის ძირითადი პუნქტებია, რომლებსაც ყველა პოტენციური მილიონერი შეასრულებს. უფრო კრეატიულმა ადამიანმა კი შეიძლება, საჰაერო ბურთი შეიძინოს და მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს; მოინახულოს ოკეანეების ყველაზე ღრმა და იდუმალი ადგილები; შეიძინოს ბოლო მოდელის სუპერთანამედროვე ან, პირიქით, ძველი, საკოლექციო ავტომობილი; დილით პარიზში ისაუზმოს, საღამოს კი მზის ჩასვლას ბოსფორის ხიდიდან ადევნოს თვალი და ა.შ. უფრო ნაკლებად კრეატიულებმა კი ინსტაგრამის ყალბი „ფოლოუერები“ იყიდონ და ინსტასელებრითები გახდნენ.


ამ სურვილების ასრულება სულაც არაა შეუძლებელი, თუკი, სულ რაღაც, 2 ლარად მილიონიანი ჯეკპოტის, „ლოტო 6/42“-ის ბილეთებს შეიძენთ და თქვენი მილიონი ლარის ჩამოვარდნას ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „რუთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, 20:50 საათზე დაელოდებით.


გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!


#გახდიმილიონერი


#იგებსისვინცთამაშობს