ნახეთ, რაში ეჯიბრებიან ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთმანეთს - ფოტოები

  • 5 აპრილი 12:16

ცნობილი მოდელი უფრო მეტად ცნობილი ნოე სულაბერიძესთან დაქორწინების შემდეგ გახდა. პროდიუსერის მესამე ცოლი დიდ ინტერესს იწვევს. 

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჟანეტ ქერდიყოშვილიმა ერთდროულად გადაწყვიტეს მათი ბავშვობის ფოტოების გასაჯაროება და ისინი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსეს. როგორც ჩანს, წყვილი ერთმანეთს ეჯიბრება, საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რომელი უფრო ლამაზი ბავშვი იყო.


ცოტა ხნის წინ ცნობილმა წყვილმა საზოგადოება ძალიან დააბნია – პროდიუსერს და მოდელს ერთდროულად ჰქონდათ „ლაივები“ ჩართული, მაყურებელმა კი ჩათვალა, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა მიიღეს პირდაპირ ეთერში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ნოე და ჯანეტი ერთად ცხოვრობენ, თუმცა ლაივის დროს ერთი ოთახიდან, მეორე კი აივნიდან ერთვებოდა, რითიც ასე დააბნიეს თაყვანისმცემლები.ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილს პატარა გოგონა იანვარში შეეძინა. „მის საქართველომ“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.




 


წაიკითხეთ სრულად